logo_geo
eng_logo
გიორგი გაბედავა: მიშა რეაქტიული გიჟია, ნარცისი, მშიშარა იდიოტი
- +

16 ნოემბერი. 2021. 20:54

 

 

„მიხეილ სააკაშვილი მართლა რომ კვდებოდეს, მეც მოვითხოვდი მის გადაყვანას კლინიკაში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რატომაც უნდათ მისი კლინიკაში გადაყვანა, თან ცუდად ნამდვილად არ არის ფიზიკურად“, - ამის შესახებ გიორგი გაბედავა სოციალურ ქსელში წერს.

 

„ნაცმოძრაობას იმის აღიარება უჭირს, რომ სააკაშვილი გაგიჟდება მალე, დაე გაგიჟდეს, იცით რამდენი პატიმარი ვნახე გაგიჟებული ცემისგან, რამდენი ვნახე დაინვალიდებული? რამდენი პატიმრის გასვენება ვნახე იცით? ოღონდ ამ პატიმრებს ხელისუფლება კლავდა და აწამებდა. მიშას ვინ აწამებს? ხელი დაადო ვინმემ ზედმეტად? მაქსიმალურ კომფორტს უქმნიან, უბრალოდ მიშა რეაქტიული გიჟია, ნარცისი მშიშარა იდიოტი, სულ ეს არის. კაცი რომელიც საკუთარ საკანს საღორედ აქცევს და ესე იცხოვრებს, დალაგებულს ვერ დაარქმევ. ფსიქიკური აშლილობის მქონე ლიდერი უტყდებათ ნაცებს, ამიტომაც არიან ამ დღეში.

ჩემს მეგობრებს რამდენიმეს ტვინიც კი გადაუბრუნეს მიშაზე, შეაცოდეს. ხალხო ეს მიშა იყო ამდენ ადამიანს რომ აუბედურებდა, რახან თქვენ არ შეგხებიან ეს იმას არ ნიშნავს სხვაზე შეხება აპატიოთ.

ირინა ენუქიძეს როგორ ახსენებთ ნაცებო, გიული ალასანია რომ ამბობს, როგორც დედა გამიგებდაო, ირინას რომ უჭირდა მაშინ შეხვედრაზე უარი უთხარით, დასცინოდით და იგდებდით! ყველა ზღვარს გადახვედით და ამიტომ ვერ ვიცოდებ მიშას. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, თუ მართლა ცუდად იქნება, მეც ვიტყვი სათქმელს.

პ.ს. ისე ამდენი ტყუილი, აი ბოლო საათი აქვს დარჩენილიო, აი ბოლო ამოსუნთქვააო, ვერ დგება ფეხზეო, ვერ ლაპარაკობსო, არ გიტყდებათ? მერე მოითხოვთ კადრების დადებას და მიშა დარბის და 20 კაცს ეჭიდავება. მემგონი თქვენ გეკაიფებათ ნაცებო“, - წერს გაბედავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner