logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ შევძელით და სამხედრო გართულებების საფრთხე ავიცილეთ
- +

30 ივლისი. 2016. 15:37



„ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე თავიდან ავიცილეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სტეფანწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.      


გიორგი კვირიკაშვილმა 4 წლის მანძილზე საქართველოს მხრიდან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა:


„რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა. ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ოთხი წელი ისე გავიარეთ, რომ ერთი მხრივ, გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი დასავლეთთან საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მეორე მხრივ, ჩრდილოელ მეზობელთან პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ჩვენ შევძელით ის, რომ სამხედრო გართულებების საფრთხე ავიცილეთ თავიდან. ჩვენ მომავალში აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯები ვითარების, ურთიერთობის ნორმალიზიციისთვის, რა თქმა უნდა, არა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამ რეგიონში, სადაც ვიმყოფებით, გაცილებით მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივა იყოს და თქვენ დაგეგმოთ თქვენი ცხოვრება, საქმიანობა, თქვენი შემოსავლები იყოს გაცილებით მაღალი, ვიდრე დღეს არის. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner