logo_geo
eng_logo
სომხეთი აზერბაიჯანის მიერ 12 სამხედრო მოსამსახურის დატყვევების შესახებ იუწყება
- +

16 ნოემბერი. 2021. 23:03

 

 

სომხეთ-აზერბაიჯანის აღმოსავლეთ საზღვარზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, სომხური მხარე აზერბაიჯანის მიერ, მათი 12 სამხედრო მოსამსახურის დატყვევების შესახებ იუწყება. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

„ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არ შენელებულა. სომხეთის მიერ მიღებული საპასუხო ზომების შედეგად, მოწინააღმდეგე მხარის პირად შემადგნელობას აქვს დიდი დანაკარგები, დაახლოებით, ცხრა ჯავშანტექნიკა განადგურებულია, ან გამოყვანილია მწყობრიდან. დანაკარგი აქვს სომხურ მხარესაც. მონაცემები ზუსტდება. ტყვედ ჩავარდა სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, აზერბაიჯანული მხარე იყენებს არტილერიას, ჯავშანტექნიკას და სხვადასხვა კალიბრის ცეცხლსასროლ იარაღს.

 

ცნობისთვის, ნოემბერში ყარაბაღსა და მიმდებარე სომხეთის სიუნიკსის რაიონში ვითარება მკვეთრად დაიძაბა. მხარეები რეგულარულად ავრცელებენ ინფორმაციას შეიარაღებული ინციდენტების შესახებ, მათ შორის, ინფორმაციას ადამიანთა მსხვერპლის შესახებ. 13 ნოემბერს ბაქომ და ერევანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის გახსნაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner