დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 10:43 საათზე დაფიქსირდა და სიმძლავრემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ.-ში, სოფელ გორასთან იყო.