logo_geo
eng_logo
გიგი უგულავა სააკაშვილზე: მართლა, რომ გადასაყვანი იქნება, კრიტიკულად გადასაყვანი, კაციშვილი არ იქნება მომკითხავი
- +

16 ნოემბერი. 2021. 23:41

 

 

„მართლა, რომ გადასაყვანი იქნება, კრიტიკულად გადასაყვანი, კაციშვილი არ იქნება მომკითხავი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა გიგი უგულავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის საკითხის განხილვისას განაცხადა.

 

როგორც უგულავა აცხადებს, ამ ეტაპზე სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს.

 

უგულავას ასევე წამოსცდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

 

„მართლა, რომ გადასაყვანი იქნება, კრიტიკულად გადასაყვანი, იმიტომ რომ გადასაყვანი საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი არის, რა ვიცი, უკვე კვირებია, კაციშვილი არ იქნება მომკითხავი“, - განაცხადა უგულავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner