logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: კოვიდთან დაკავშირებით ტრაგიკული მდგომარეობა გვაქვს და რა დროს მიშაა?!
- +

17 ნოემბერი. 2021. 02:01

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

 

„კაცო, კოვიდთან დაკავშირებით ტრაგიკული მდგომარეობა გვაქვს და რა დროს მიშაა?!

აი, ვინმემ ამიხსნას, რატომ უნდა ვინერვიულო მანიაკზე, რომელმაც შიმშილობა გამოაცხადა, ციხიდან გამიშვითო!

ასეთი რამ სად გაგიგონიათ?!

ახლა ნაცსექტანტები ტრავოლტასავით აქეთ-იქით იყურებიან, ამერიკა და ევროპა რატომ არ შფოთავსო!

რაზე უნდა შეშფოთდნენ, - ჭამა უნდა და აშიმშილებენ?“, - წერს მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner