logo_geo
eng_logo
„Black Sea Arena“ დღეს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება
- +

30 ივლისი. 2016. 16:34



შეკვეთილში მდებარე ახალი საკონცერტო დარბაზი „Black Sea Arena" დღეს პოპ-ვარსკვლავ კრისტინა აგილერას უმასპინძლებს. ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.


კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტზე დასწრების მსურველთა მოთხოვნითა და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზამ" მიიღო გადაწყვეტილება, 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნოს.


შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „Black Sea Arena" ფონდმა "ქართუმ" სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner