შეკვეთილში მდებარე ახალი საკონცერტო დარბაზი „Black Sea Arena" დღეს პოპ-ვარსკვლავ კრისტინა აგილერას უმასპინძლებს. ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9 500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.
კრისტინა აგილერას შოუ-კონცერტზე დასწრების მსურველთა მოთხოვნითა და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით, „საქართველოს რკინიგზამ" მიიღო გადაწყვეტილება, 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნოს.
შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „Black Sea Arena" ფონდმა "ქართუმ" სახელმწიფოს საკუთრებაში გადასცა.