ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპის რეგიონში 8-14 ნოემბრის კვირას კორონავირუსით 2 145 966 ადამიანი დაინფიცირდა, რაც 1-7 ნოემბერთან შედარებით 8%-ით მეტია.
ამავე პერიოდში ვირუსს 28 304 პაციენტი შეეწირა, რაც 1-7 ნოემბერთან შედარებით 5%-ით მეტია.
რაც შეეხება მსოფლიოს მონაცემს, ბოლო ერთ კვირაში დაავადების მაჩვენებელი 1-7 ნოემბრის კვირასთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი და 3,3 მილიონზე მეტი ინფიცირებული შეადგინა, ლეტალობის მაჩვენებელი კი 1%-ით – თითქმის 50 ათასი ადამიანი.
მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა 64% სწორედ ევროპის რეგიონზე მოდის, ამავე რეგიონზე მოდის ჯამური 57% გარდაცვალება.
ბოლო ერთ კვირაში, ევროპის გარდა, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია ამერიკაში 8%-ით და დასავლეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში 6%-ით; ამასთანავე, კლება შეინიშნება აფრიკაში 33%-ით; აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 9%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 3%-ით.
ლეტალური შემთხვევების რიცხვი განსაკუთრებით შემცირებულია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში 14%-ით მაშინ, როდის, ევროპის გარდა, მატებაა აფრიკაში 3%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 1%-ით.