„კიდევ ერთხელ, სააკაშვილის დანაშაულებზე, რაზეც ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი. ავად თუ კარგად, ის იყო პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, შესაბამისად, პირადად მას ეკისრებოდა ვალდებულება და პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების დაცვის 2008 წლის ომის დროს,“ - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე და აქვეყნებს ტელეკომპანია ,,იმედის’’, თოქ-შოუ ,,ღია ეთერის“ ფრაგმენტს, სადაც სოფელ ერედვიდან დევნილი ლიზა ჟუჟნიაშვილი იმჟამინდელ ხელისუფლებას მიმართავს, თუ რატომ არ გააფრთხილეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და რატომ დატოვეს მტრის პირისპირ.
,,კიდევ ერთხელ, სააკაშვილის დანაშაულებზე, რაზეც ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი. ავად თუ კარგად, ის იყო პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, შესაბამისად, პირადად მას ეკისრებოდა ვალდებულება და პასუხისმგებლობა საკუთარი მოქალაქეების დაცვის 2008 წლის ომის დროს. არაფერს ზედმეტს არ დავწერ, აი ამ ვიდეოს, ამ ქალბატონს მოუსმინეთ და მითხარით, პასუხი მას ვინ უნდა გასცეს? არის თუ არა ეს პირდაპირი მტკიცებულება იმ უმძიმესი დანაშაულის, რამაც შესაძლოა, ის უვადო პატიმრობაზე გაიყვანოს?’’ - წერს facebook - ზე ზურაბ ქადაგიძე.