logo_geo
eng_logo
ნათია თურნავამ ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის მინისტერიალზე მოხსენება გააკეთა
- +

17 ნოემბერი. 2021. 14:00

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ​ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის (CAREC) ეგიდით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ეკონომიკურ ტენდენციებსა და კოვიდ-პანდემიის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევის გადაწყვეტილებებზე მოხსენება გააკეთა. მინისტერიალი ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ანტიპანდემიურ პოლიტიკას, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართული იყო პანდემიის გავრცელების პრევენციისკენ, მეორე მხრივ კი მოსახლეობის სოციალური დაცვისა და ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობაზე. თურნავას განცხადებით, ასეთმა მიდგომამ შედეგად ის მოიტანა, რომ უკვე 2021 წლის იანვარი - სექტემბრის პერიოდისთვის ეკონომიკური ზრდის კუმულატიურმა მაჩვენებელმა 11,3% შეადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობა ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში გაიზრდა, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებშიც.

 

თურნავამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა საქართველოს თანამშრომლობას CAREC-ის ფარგლებში და აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს რეგიონში მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. მისი თქმით, საქართველო სრულად იზიარებს იმ მიზნებსა და ამოცანებს, რომლებიც მოცემულია CAREC 2030 - ის სტრატეგიაში. მინისტრმა ასევე ისაუბრა ცალკეულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ ინტეგრაციას საერთაშორისო და რეგიონულ ეკონომიკურ პროცესებში.

 

CAREC - ის მინისტერიალი გახსნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მონღოლეთის, პაკისტანის, ტაჯიკეთის, თურქმენეთს, უზბეკეთის მთავრობათა დელეგაციები. მინისტერიალზე განხილული იქნა ორგანიზაციის განვითარების სტრატეგიის - CAREC 2030 - ის ძირითადი მიმართულებები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner