logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ადამიანი შიმშილობს და ვიღაცას ამის გამო მკვლელს ეძახი, ასეთი ფაქტი თუ სადმე სხვაგან გახსენდებათ მითხარით
- +

17 ნოემბერი. 2021. 15:29

 

 

 

„ადამიანი შიმშილობს და ვიღაცას ამის გამო ეძახი მკვლელს ასეთი ფაქტი თუ სადმე სხვაგან გახსენდებათ მითხარით!“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც ვთქვათ აკეთებს თავად სააკაშვილი, არის სააკაშვილზე. ისევე როგორც შიმშილობის დროს, პასუხისმგებლობა არის მოშიმშილეზე და ასევე არსებობს სახელმწიფოს ვალდებულება, (პოზიტიურ ვალდებულებას უწოდებენ ამას) რომ მან იზრუნოს როგორც პატიმრის ასევე ნებისმიერი მოშიმშილის მკურნალობაზე, მის რეაბილიტაციაზე შიმშილის შემდგომ პერიოდში და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ეს პასუხისმგებლობები ერთმანეთისგან არ გავმიჯნეთ საზოგადოებას შეცდომაში შევიყვანთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner