logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მხილება და მხოლოდ მხილება! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!
- +

17 ნოემბერი. 2021. 15:37

 

 

 

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი არაერთგზის ამკობს დასავლელ პარტნიორებს „ამორალური იდიოტების“ ეპითეტებით... როდესაც შალვა ნათელაშვილი, საქართველოში აშშ-ს ელჩს კორუფციაში ადანაშაულებს... როდესაც ნიკა გვარამია სტრასბურგის მოსამართლეებს მოსყიდულებს უწოდებს...როდესაც გიორგი არველაძე საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მათ დიპლომატიურ კორპუსს, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან „ბიტკოინებით“ ქრთამის აღებაში დებს ბრალს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი არასამთავრობო სექტორის განცხადებას.

 

როგორც ქართველიშვილი წერს, ამ შეურაცხყოფების ფონზე არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილი გაუგებარია.

 

„როდესაც მიხეილ სააკაშვილი არაერთგზის ამკობს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ამორალური იდიოტების“ ეპითეტებით... როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩს კორუფციაში ადანაშაულებს... როდესაც ნაცმოძრაობის „გებელსი“ ნიკა გვარამია სტრასბურგის მოსამართლეებს მოსყიდულებს უწოდებს... როდესაც წინა რეჟიმის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი არველაძე საქართველოს დასავლელ პარტნიორებს და მათ დიპლომატიურ კორპუსს, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან „ბიტკოინებით“ ქრთამის აღებაში დებს ბრალს... ყველაზე ნაკლებად მე ამ შეურაცხყოფის ობიექტების მხრიდან თავმოყვარეობის არარსებობა და შეურაცხმყოფების მიმართ „სტოკჰოლმის სინდრომით“ შეპყრობა მაწუხებს - უბრალოდ პუტინის მეხუთე კოლონის მხრიდან ჩვენი ქვეყნის პროდასავლური იმიჯის შელახვის მცდელობას აქვს ადგილი. მაგრამ, როდესაც არასამთავრობო სექტორის მხრიდან სრული „კრავთა დუმილია“ ამ თემებზე, ამ ფონზე კი ხელისუფლება ანტიდასავლური მეხუთე კოლონის დასავლელ გულშემატკივრებს კრიმინალების მხარდამჭერებთან აიგივებს, ხოლო ყოველივე ეს ენჯეოების მიერ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლად ცხადდება - ეს არის მასობრივი პოლიტიკური შიზოფრენიის კიდევ ერთი დადასტურება. მხილება და მხოლოდ მხილება! ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner