logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ჩვენი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას
- +

30 ივლისი. 2016. 17:10



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქარული ოცნება - დემოკრატიული საქარათველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თიანეთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი წარუდგინა.


„ზაქარია აქტიური და წარმატებული დეპუტატია. ის მთის კაცია და ყველაზე კარგად იცის, რა გტკივათ და რა გიხარიათ", - განაცხადა პრემიერმა.


პრემიერმა ისაუბრა 4 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და მიღწევებზე, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის რეფორმებზე.


„ამ მიღწევების წყალობით მეტი და მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და ყველა ოჯახში უნდა შევიდეს კეთილდღეობა. ჩვენი გუნდი პროფესიონალებისგან შედგება და ჩვენ გვაქვს სწრაფი განვითარების გეგმა", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ზაქარია ქუცნაშვილმა პრემიერს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მოსახლეობას სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.


„ჩვენ თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას",- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner