მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალგაზრდული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი "თბილისური აისი" მეთოთხმეტედ ჩატარდა. მასში მონაწილეობა 29 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. გაიმართა კინომოყვარულთა მიერ შექმნილი 85-მდე მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში „თბილისური აისის“ შესახებ ფესტივალის დამფუძნებელმა, „პიონერფილმის“ ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ და „პიონერფილმელმა“ ეთერ ფარჩუკიძემ ისაუბრეს.