„მიშიზმი არ ვარგა, თანამედროვე სამყაროში ალბათ კიმ ჯონგ უნისტები თუ მოიძებნებიან, დაახლოებით ასეთი დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები ხდება, პუტინისტებიც კი აღარ შვრებიან ამას, მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჯონგ უნისტები აკეთებენ,“ - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, არ შეიძლება ერთი ადამიანის ახირებაზე, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, სახელმწიფომ გადაწყვეტილებები მიიღოს.
„წარმოუდგენელი ამბავია, შესაბამისად, ჩემი აზრით, ამის ფინალი იქნება ის და პროცესი დაწყებულია, რომ ბევრი ადამიანი ნაცმოძრაობის შიგნითაც კი დარწმუნდება, რომ ერთი კაცის ახირებაზე სიარული არ ვარგა, მიშიზმი არ ვარგა. ნამდვილად ვეღარ წარმომედგინა, რომ მიშიზმი ნაცმოძრაობის ბევრ ლიდერში, სისხლსა და ხორცში იყო გამჯდარი. თანამედროვე სამყაროში ალბათ კიმ ჯონგ უნისტები თუ მოიძებნებიან, იცით ეს რა მიმდინარეობაა, კიმ ჩენ ინის, აღიარება რომ არაფრის ხდება, დაახლოებით ასეთი დითირამბების მიძღვნა, ხმის ჩახლეჩვები და წატირებები ხდება. ბოლო პერიოდში რუსეთშიც აღარ გვინახავს, პუტინისტებიც კი აღარ შვრებიან ამას. რაც საქართველოში ბოლო დღეების განმავლობაში ვნახე, მხოლოდ კიმ ჩენ ინის ტელევიზიით და კიმ ჯონგ უნისტები აკეთებენ ამას. ეს უნდა დამთავრდეს და დამთავრდება, სხვა შანსი არ არსებობს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.