„საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი თავისი ეროვნული იდენტობით და ნურავის შეაწუხებს ეს ამბავი. „ქართული ოცნების“ პირობებში არასდროს კურსი არ გადაიხედება, დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს მომავალში ამ კურსის, ამ კონსტიტუციური პრინციპის გადახედვას ვეღარ შეძლებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „ქართულმა ოცნებამ“ ეს კონსტიტუციაში ჩაწერა, ამ ქვეყნის მომავალი ევროპაშია და ყველამ თავი დაანებოს ამაზე სპეკულაციებს.
„ერთი იცოდეთ გარანტირებულად და ამ სიტყვებზე სიცოცხლით ვაგებ პასუხს, მთელი ცხოვრება ასე იქნება, პირადად მე, ბოლომდე დარწმუნებული ვარ ჩემს სიტყვებში, საგარეო კურსი არ გადაიხედება, ეს ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ სხვა პარტიებისგან განსხვავებით. 2017 წელს ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპაში, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ყველამ თავი დაანებოს ამაზე სპეკულაციებს და სისულელეების ლაპარაკს. ამ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ პირობებში არასდროს კურსი არ გადაიხედება და მე დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს მომავალში ამ კურსის, ამ კონსტიტუციური პრინციპის, მათ შორის რაც ჩვენ გავაკეთეთ, გადახედვას ვეღარ შეძლებს, ჩვენ ისეთ რელსებზე ვდგავართ ევროპისაკენ. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი თავისი ეროვნული იდენტობით და ნურავის შეაწუხებს ეს ამბავი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.