„პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის“ დამფუძნებელი წევრი-საქართველოდან ნიკოლოზ პატარქალიშვილი განცხადებას ავრცელებს:
"პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის" წერილების თანახმად გაცნობებთ, რომ ა.წ. 20 ნოემბერს, 00:35 საათზე, თბილისის აეროპორტში, რეისით N 386, "სტამბოლი-თბილისი", პარაგვაის რესპუბლიკიდან საქართველოს უნდა წვეოდა მინისტრი-სახელმწიფო ცერემონიალების გენერალური დირექტორი, ხულიო ხოსე ეჩაგუე მარტინესი მეუღლითურთ, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა "პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის" ა.წ. 22 ნოემბერს განსახორციელებელ საერთაშორისო კონგრესში.
მინისტრს შეძენილი ჰქონდა ავია ბიელეთები წინ და უკან. მან გამოგვიგზავნა წერილი, რომლითაც გვამცნო, რომ მას გაუვლია სამედიციონო შემოწმება და უარი ეთქვა ფრენაზე!!!
აღნიშნულიდან გამომდინარე, „პროტოკოლის მსოფლიო ორგანიზაციის“კონგრესი ა.წ. 22 ნოემბერს აღარ ჩატარდება და გადადებული იქნება მ.წ. დეკემბრის თვეში. ჩვენის მხრივ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და როგორც კი გვექნება სიახლე, გაცნობებთ”, - ნათქვამია განცხადებაში.