ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ამ ეტაპისთვის არც ერთი მოშიმშილე არ იმყოფება. პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით გაიყვანა. ასევე, დარბაზიდან გამოტანილია მათი პირადი ნივთები და ლეიბები.
ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია განმუხტულია. ცოტა ხნის წინ კი, მოშიმშილეები სამართალდამცავებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და სიტყვიერად უპირისპირდებოდნენ. ამ დროისთვის, საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების„სხდომა მიმდინარეობს. ადგილზე რჩება რამდენიმე ათეული პოლიციელი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა რამდენიმე დღეა შიმშილობს დაიწყეს. ისინი მიხეილს სააკაშვილის გათავისუფლებას და სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ. დღეს კი ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადაინაცვლეს და ჯერ კიდევ მოქმედი საკრებულო მომავალი წლის ბიუჯეტის არაკანონიერად დამტკიცებაში დაადანაშაულეს და დღის წესრიგის მიხედვით, ჩანიშნული სხდომის ჩაშლა სცადეს.