logo_geo
eng_logo
ექიმი სანდრო მათეშვილმა: სააკაშვილის კალიუმის დონე მიუახლოვდა ნორმას, პულსი, წნევა, სატურაცია და სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია
- +

17 ნოემბერი. 2021. 18:15

 

 

„მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა მედიკამენტების მიღება განაახლა, კალიუმის დონე მიუახლოვდა ნორმას, პულსი, წნევა, სატურაცია და სისხლში გლუკოზის დონე ნორმის ფარგლებშია“, - ამის შესახებ მე-18 დაწესებულების ექიმმა თერაპევტმა, სანდრო მათეშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ბოლო სამი დღის განმავლობაში არ იღებდა მედიკამენტებს, ლაბორატორიული მონაცემებით აღნიშნული იყო ცვლილებები. გუშინვე პაციენტმა მიიღო ყველა დანიშნული მედიკამენტი და შესაბამისად, ლაბორატორიული მონაცემები გაუმჯობესდა, მათ შორის კალიუმის დონე, რომელიც მიუახლოვდა ნორმას. დღეისთვის პაციენტი აგრძელებს ყველა დანიშნული მედიკამენტის მიღებას. აქვე დავძენ, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის სტაბილური. სასიცოცხლო მონაცემები, როგორიც არის პულსი, წნევა, სატურაცია და სისხლში გლუკოზის დონე, ნორმის ფარგლებშია. პაციენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა სანდრო მათეშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner