logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე ვინც ააგდეთ, ვინც დაუგეგმეთ, ვინც არ შეაჩერეთ, ყველა ხართ პასუხისმგებელი მის დაპატიმრებაზე
- +

17 ნოემბერი. 2021. 20:21

 

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ხვალ ცხენებით გამოდით.

ზეგ თვითმფრინავი დაიქირავეთ და წრეები ურტყით.

მაგას სჯობს მთელმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ მაინც, ხელი მოაწეროთ და შეუგზავნოთ, შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ თავად გაწყობთ. დიდი ხანია გაწირეთ, როცა ეუბნებოდით, თუ არ ჩამოხვალ, პოლიტიკურად მოკვდებიო, მერე გაბუნიამ, თუ შეწყვეტ შიმდილობას, ასევე პოლიტიკურ გვამად იქცევიო და ა.შ.

ეს ყველაფერი ზედაპირზე დევს.

იბრძოლეთ სამართლებრივ ჭრილში, აქ, სტრასბურგში. თუ სტრასბურგს მოიგებთ, ზედმეტად ერთ საათს ვერავინ გააჩერებს.

აი, საზღვრის უკანონო გადმოკვეთაზე ვინც ააგდეთ, ვინც დაუგეგმეთ, ვინც არ შეაჩერეთ, ყველა ხართ პასუხისმგებელი მის დაპატიმრებაზე და სხვას ნუ სტენით“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner