logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: დღეში გვიჯდება ესენი მილიონობით ლარი და რაც მთავარია, ყველაზე ძვირფასი - ნერვები!
- +

17 ნოემბერი. 2021. 20:21

 

 

„აი ეს გოგო, 24 საათი კივის, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და პარლამენტი არის არალეგიტიმური!!!

ამავე დროს, აი ეს გოგონა, 24 საათი კივის, რომ არის დეპუტატი და ხელშეუეხებელია.

ბოლო - ბოლო, ამ არსებებმა იქნებ აგვიხსნან, დეპუტატები არიან თუ, პარლამენტი არის არალეგიტიმური?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„და საერთოდ, ამას და ამისნაირებს, ხელფასს და ასევე ბიუჯეტიდან განკუთვნილ სიკეთეებს რატომ უნდა ვუხდიდეთ?

დღეში გვიჯდება ესენი მილიონობით ლარი და რაც მთავარია , ყველაზე ძვირფასი - ნერვები!!!

ამიტომ, ,,ქართულმა ოცნებამ" უნდა გადახედოს საარჩევნო კოდექსს და ანა წითლიძესნაირ დესტრუქციულ, გაუნათლებელ, ქვეყნის ნგრევაზე ორიენტირებულ არსებებს - არ უნდა მიეცეთ ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც - კი.

ესენი არიან ხელისუფლების ნაწილნი, თუ არ იციან ეს, კანონები მაინც წაიკითხონ, მაგრამ ეჭვი მაქვს ამათ კითხვასთანაც პრობლემები ექნებათ!

მოკლედ და კონკრეტულად - უნდათ ქვეყნის შერყევა, მაშინ თვითონაც უნდა შეირყნენ, დიდი წერტილი!“, - წერს ლატარია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner