logo_geo
eng_logo
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: შვილს მიკლავენო - შენმა შვილმა რამდენი დედა და რამდენი ოჯახი გააუბედურა, მაშინ რატომ არ კითხულობდი...
- +

17 ნოემბერი. 2021. 21:44

 

 

„შვილს მიკლავენო - შენმა შვილმა რამდენი დედა და რამდენი ოჯახი გააუბედურა, მაშინ რატომ არ კითხულობდი... შენ შვილს მაინც მოუწევდა ეს განაჩენი“, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში გიული ალასანიას მისამართით განაცხადა.

 

„ყაზბეგზე, 33 ნომერში ცხოვრობდა მისი [მიხელ სააკაშვილის] დედა. მე მის დედასთან საქმე არ მქონია, მივდიოდი იქ პირველ სართულზე იყო მთარგნელობითი ბიურო (დღესაც არის) თარჯიმანთან მივდიოდი, რადგან მინდოდა ჩემი განცხადებები სხვადასხვა ენაზე თარგმნილიყო და უცხოეთში გამეგზავნა. ერთ დღეს, მოხდა ისე, რომ კოდუას  ბრძანებით თავს დამესხნენ. იქ შემოვიდა დაახლოებით 50 კაცი, შავებში ჩაცმული. გამომათრიეს იქიდან, მომკლეს ცემაში, გული წამივიდა. ხელთ რაც მქონდა, დოკუმნეტაცია, ჩანთა, ყველაფერი წაიღეს. შემდეგ მოდულის შენობაში გადამიყვანეს და ერთ-ერთკაბინეტში გააგრძელეს ჩემი ცემა. ეს იყო კოდუას დავალება. ასე მიმასპინძლა დედამისმა, მითუმეტეს რომ მე მასთან არ მივდიოდი, მასთან არ მქონდა საქმე“, - განაცხადა არჩვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner