„საბუთი გარდაცვალების არ არსებობდა და ვითომ საქმეს იძიებდნენ. აქედან დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. იძიებდნენ? არა. ეს იყო ფორმალური დამოკიდებულება“, - ამის შესახებ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
„როცა ზვიადის ნეშტი ჩამოასვენეს, მე დამიბარეს იუსტიციის სამინისტროში, კერძოდ გიორგი ვაშაძემ და მიტხრა, რომ ბატონ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დოკუმენტი არ არსებობსო. გესმით რა ხდებოდა? როდესაც ავრცელებდნენ ინფორმაციას რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალია, ხალხის დასაწყნარებლად, რომმ ამბოხი არ მომხდარიყო, გამოსვლებს არ ჰქონოდა ადგილი. ზვიადი 2007 წელს გადმოასვენეს. ფიზიკურად ლიკვიდირებულ იქნა 1993-94 წლების პერიოდში და მას არ ჰქონდა გარდაცვალების მოწმობა. ამიტომ გიორგი ვაშაძემ მიტხრა - თუ შეგიძლიათ დაგვეხმარეთო. მე ვუთხარი - ამდენი ხანი რას აკეთებდით, პრეზიდენტის გარდაცვალების თარიღი თუ არ იცით და მას თუ გარდაცვალების მოწმობა არ აქვს, მაშინ საერთოდ რას აკეთებთ-მეთქი. იძულებული ვიყავი მათ დავხმარებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვითომ ამ სახელმწიფო ორგანიზაციას, აბსოლუტურად იგნორირებული ჰქონდა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, მისი მკვლელობის საკითხი.
საბუთი გარდაცვალების არ არსებობდა და ვითომ საქმეს იძიებდნენ. აქედან დასკვნა თქვენ გამოიტანეთ. იძიებდნენ? არა. ეს იყო ფორმალური დამოკიდებულება“, - განაცხადა არჩვაძემ.