logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს შეთავაზებული აქვს სასამართლო სხდომაში მონაწილეობა დისტანციური ფორმით და ის ამას არ იყენებს
- +

18 ნოემბერი. 2021. 00:14

 

 

„სააკაშვილს შეთავაზებული აქვს სასამართლო სხდომაში მონაწილეობა დისტანციური ფორმით და ის ამას არ იყენებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილმა სასამართლო პროცესში ონლაინ ჩართვაზე უარი განაცხადა.

 

„სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უწყება, თუ არ ვცდები, სასამართლო, პენიტენციური სამსახური და არ შემიძლია ამ დისკუსიაში ღრმად შესვლა. მას შესთავაზეს კონკრეტული ფორმით მონაწილეობა სასამართლო პროცესში, ეს არის ონლაინ ჩართვა სასამართლო პროცესში, რაც მიღებული პრაქტიკაა არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც არის ეს მიღებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. მას აქვს საშუალება საკუთარი პოზიცია, როგორც ადვოკატების მეშვეობით, ასევე უშუალოდ, პირადად გააცნოს სასამართლოს და მხარეებს, თუმცა ამას არ იყენებს, იმის გამო რომ სურს ფიზიკურად დაესწროს სასამართლო სხდომას. ამასთან დაკავშირებით არსებობს არგუმენტები, ყველას შეუძლია მსჯელობა, მაგრამ რეალურად სააკაშვილს შეთავაზებული აქვს სასამართლო სხდომაში მონაწილეობა დისტანციური ფორმით და ის ამას არ იყენებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner