logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არის რაღაც უმცირესობა უცხოელი პოლიტიკოსების, რომლებიც ლობირებენ კონკრეტულ დანაშაულებრივ პოლიტიკურ გაერთიანებას
- +

18 ნოემბერი. 2021. 01:20

 

 

 

„სახელები და გვარები თითქმის არ იცვლება, 10-12 კაცზეა ლაპარაკი - ისინი კვლავაც ლობირებენ კრიმინალებს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„არის რაღაც უმცირესობა უცხოელი პოლიტიკოსების, რომლებიც ლობირებენ კონკრეტულ დანაშაულებრივ პოლიტიკურ გაერთიანებას, მათ კონკრეტულ სახეებს და ისინი ცდილობენ მაქსიმალურად, რომ კანონი არა აღსრულდეს. გავიხსენოთ ბოლო 2 წელი: უგულავა, მელია და რურუა. ოქრუაშვილი აღარ არის საინტერესო, რადგან ის საერთოდ აღარ არის პოლიტიკურ სცენაზე. ეს სამი გვარი გავიხსენოთ. ჩვენ მაშინვე ვამბობდით, როდესაც ვიღაცები ლობირებდნენ მათ გათავისუფლებას, რომ თუ კანონი არ აღსრულდებოდა, ამ შემთხვევაში ქვეყანაში პოლარიზაცია გაღრმავდებოდა. ჩვენ დღეს ვხედავთ, პოლარიზაციის მთავარი შემოქმედი 2 სახე ვინ არის. რურუას არ ვთვლი, ესენი არიან მელია და უგულავა, რომლებიც ერთმანეთს ელაპარაკებიან, რომ სიარულში მეტი გამოჩნდებიან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner