„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ხმა მისცა 3-წლიან სტაბილურობასა და ქვეყნის ევოლუციურ განვითარებას. აბსოლუტური ლეგიტიმაცია შესძინა ხელოვნურად დაეჭვებულ და კითხვის ნიშნებგაჩენილ საპარლამენტო არჩევნებს“, - ასე აფასებს პოეტი დავით მაღრაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გადაცემა „იმედიLIVE“-ში.
„არჩევნების შედეგით უკმაყოფილო ნაწილმა გადაწყვიტა, რომ თუ ვინმე იშიმშილებს, დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად. ველური ქაოსის სამყარო შესთავაზეს მოსახლეობას. თუ იშიმშილებენ, ვიცე-პრემიერად დანიშნავენ და ა.შ. თუმცა თავის მოკვლას არ აპირებს, მე ერთი კაცი მყავს მხედველობაში და დანარჩენ მოშიმშილეებს არ ვეხები. რამდენადაც ვიცოდი სააკაშვილმა არც ჭამა იცოდა და არც შიმშილი სცოდნია. კადრებმა გვაჩვენა ეს. წააგეს არჩევნები, ახლა პროცესი წააგეს. ქვეყანა წარიმართება ევოლუციური გზით, რასაც ხმა მისცა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დავასრულეთ საქმე, როდესაც არჩევნების გზით გავისტუმრეთ 2012 წელს“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.