logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დღეს რომ ხარ მიშისტი, სააკაშვილისტი და გქვია ენჯეო, ან გქვია სახალხო დამცველი, არის სირცხვილი, „ნაცობა“ არის სირცხვილი
- +

18 ნოემბერი. 2021. 01:47

 

 

 

„ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არის იმ პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, რომელსაც 2012 წლამდე საქართველოში უმძიმესი რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული. თუ საუბარია ავტორიტარიზმის მხარდაჭერაზე და ასეთ მიდრეკილებაზე, ზუსტად ეს ადამიანები ავლენენ ასეთ მიდრეკილებას. დღეს რომ ხარ მიშისტი, სააკაშვილისტი და გქვია ენჯეო, ან გქვია სახალხო დამცველი, ან პოლიტიკური პარტია და ა.შ. ეს არის სირცხვილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში ისაუბრა.

 

„ნაცობა“ არის სირცხვილი. როდესაც შენ გქვია უფლებადამცველი, არასამთავრობო გქვია, ან სახალხო დამცველი და ლობირებ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც კლავდა, აწამებდა, ბიზნესს არეკეტებდა, მედიას ართმევდა კერძო მესაკუთრეებს, ტერიტორიებს აბარებდა, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner