logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიას რომელიც იცის, რომ მართლა შიმშილობს
- +

18 ნოემბერი. 2021. 02:15

 

 

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრმა და პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი  საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიასაც, რომელიც იცის, რომ მართლაც შიმშილობს.

 

"გარწმუნებთ, რომ ამ რადიკალურ პოლიტიკურ ბანაკს არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველო არეულობის რელსებზე გადაიყვანონ. ყველაზე ცუდი არის ის, რომ სააკაშვილის საფრთხეში აგდებს სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს, როდესაც იცის, რომ პარლამენტარი ელენე ხოშტარია მართლა შიმშილობს ის გამო, ის მხოლოდ პირადი მოსაზრებებით საფრთხეში აგდებს ელენე ხოშტარიასაც. ეს სახელმწიფოა და არა მიხეილ სააკაშვილის შპს კომპანია, ან "ნაციონალური მოძრაობა", ეს საქართველოა, რომელიც აღარ დაბრუნდება სააკაშვილის მართვის სტილში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner