"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დესტაბილიზაციისთვის ჩამოვიდა.
"მე ვთვლი, რომ რისთვისაც ჩამოიყვანეს და ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, იმისთვის ითხოვს სხვა საავადმყოფოში გადაყვანას.
რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში? - სააკაშვილის ჩამოსვლის და შიმშილობის მიზანია, რომ ქვეყანა, საზოგადოება და ხელისუფლება მოსწყდეს ძირითად ამოცანებს და ეს ისევ და ისევ ენმ-ს წისქვილზე ასხამს წყალს, რათა მათი მიზანია ქვეყნის დესტაბილიზაცია.
მიხეილ სააკაშვილმა თავად გადაწყვიტა შიმშილობა, იქამდე მას არანაირი სამედიცინო პრობლემა არ ჰქონდა. დღესაც შიმშილობის გარდა მას არანაირი სამედიცინო პრობლემა არ აქვს.
პენიტეციური სისტემა მზად არის, რომ მოემსახუროს მას დაამატა პერსონალი, საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი და ამ სახელმწიფოს ოპოზიციონერები ეუბნებიან, რომ თქვენ ყველაფერს დაანებეთ თავი და მიხეილ სააკაშვილს მიხედეთო. სააკაშვილს კი არ ეუბნებიან შეწყვიტე შიმშილობაო", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.