logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ხელნაწერების გამოფენა გახსნა
- +

18 ნოემბერი. 2021. 13:29

 

 

გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პოეტის აქამდე უცნობი ხელნაწერები გამოიფინა - პოეტის პირადი წერილები, გამოუქვეყნებელი ლექსები: „ძველი კოშკი“, „მელოდია“, „წამების ჯვარი“ „წერილი დედას“, გიორგი ქუჩიშვილის უცნობი წერილი გალაკტიონისადმი, პოემა „ფერფლი“, რომლის მხოლოდ სახეცვლილი ვარიანტის ნაწილია გამოქვეყნებული, პოეტის ესკიზები და სხვა.

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია, გალაკტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ხელნაწერების გამოფენა გახსნა და საზოგადოებას პოეტის 130 წლის იუბილე მიულოცა.

 

„ვულოცავ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის თითოეულ თანამშრომელს და მთელ საზოგადოებას, რომ გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეს არაჩვეულებრივი გამოფენით შეხვდა. მიხარია, რომ ეს უნიკალური არქივი, რომელშიც წარმოდგენილია გამოუქვეყნებელი პოემა, ლექსები, პირადი წერილები, პოეტის საინტერესო ესკიზები, დაცული იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დარწმუნებული ვარ, მისი მეცნიერული თვალსაზრისით შესწავლის შემდეგ საინტერესო პუბლიკაციები გამოიცემა“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

გალაკტიონ ტაბიძის არქივის ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კერძო პირისგან შეისყიდა. თანხის ნაწილი მოხმარდება ჭყვიშში გალაკტიონის სახელთან დაკავშირებული მემორიალური ადგილების განვითარებას.

 

გამოუცემელი ხელნაწერები დიდ სიახლეს წარმოადგენს გალაკტიონის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის. გალაკტიონის აქამდე უცნობი ხელნაწერების ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს წლის ბოლომდე ხელნაწერთა ცენტრის საგამოფენო დარბაზში ექნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner