საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.
„დავით ბაქრაძე არის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი და იგი ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ამჟამინდელ თანამდებობაზე",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.