logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უნდა ვიყოთ პრინციპულები იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც მთლიანად ძალადობასა და სიცრუეს ეფუძნებოდა
- +

18 ნოემბერი. 2021. 13:50

 

 

ირაკლი კობახიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ მასალას ეხმაურება, რომელზეც მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძის მიერ პატიმარზე ზეწოლის კადრებია ასახული. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროკურატურამ საზოგადოებას დღეს შეახსენა, რას ეფუძნებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი.

 

„ყველას კარგად გვახსოვს, თუ რას ეფუძნებოდა ის რეჟიმი, რომლის ხელმძღვანელი, მთავარი დამკვეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, რომლის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო მეგის ქარდავა. ვიხილეთ, როცა წამების მორიგი მტკიცებულება ნახა ქართულმა საზოგადოებამ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ რას შეგვახსენებს? - ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელიც მთლიანად ძალადობასა და სიცრუეს ეფუძნებოდა. ასევე რომელსაც კიდევ ჰქონდა ილუზია და ამბიცია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ძალაუფლებას დაიბრუნებდა. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს და „ქართული ოცნება“ ქართულ საზოგადოებას ამის არდაშვებაში დაეხმარა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის მხოლოდ ცუდი პოლიტიკური ძალა, ეს არის ძალიან საშიში პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქონდა არჩევნებზე ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია და ილუზია, ეს ილუზია ბოლომდე ჩაბარდება წარსულს, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ქართული საზოგადოება ამას გააკეთებს“, - განაცხადა კობახიძემ.

 

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner