logo_geo
eng_logo
სოფელ თვალადის გზის მოასფალტება მიმდინარეობს
- +

18 ნოემბერი. 2021. 13:57

 

 

კავთისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ თვალადში მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ,  750 გრძივი ასფალტის პირველი პირის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ დაათვალიერა.

 

პროექტის ფარგლებში, ასფალტის დაგების შემდგომი  პრობლემის თავიდან აცილების მიზნით ჩატარდა  სოფლის სასმელი წყლის ახალი  შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები. 

 

პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს  „მამისონი“  ახორციელებს. ღირებულება 253 573 ლარია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდისა და კასპის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება.

 

სოფელი თვალადი მჭიდროდ დასახლებული170 ოჯახამდე სოფელია, სადაც ასფალტი არასოდეს ყოფილა. სასმელი წყლის ახალი  შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოების გარდა ეწყობა 15 მ3 და 50 მ3 ტევადობის ორი ავზი, რკინაბეტონის ჭები, ტუმბო და სანიტარული ღობე. პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობა არამარტო კეთილიმოწყობილი ასფალტიანი გზით ისარგებლეს არამედ სასმელი წყლის მიწოდებაც გაუუმჯობესდებათ -აღნიშნ აკასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner