„რით იმსახურებს ჯალათების რეჟიმის შემქმნელი თავისუფლებას? რით იმსახურებს კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებას? მაინტერესებს და მსურს მოვისმინო მხოლოდ მყარი არგუმენტები. რატომ უნდა გადავდოთ გვერდით ქართული კანონი და ავირჩიოთ თავისუფლება მიშას?!“ - ასე გამოეხმაურა საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პროკურატურის მიერ გავრცელებულ 2011 წლით დათარიღებულ ვიდეომასალას, რომელიც ამოღებული იყო მეგის ქარდავას საცხოვრებელ ბინაში, უკრაინაში, სადაც ჩანს, როგორ ხორციელდება მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძის მხრიდან ზეწოლა ერთ-ერთ მსჯავრდებულზე.
მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ არაერთი ადამიანი შეეწირა სააკაშვილის რეჟიმს და გაუგებარია რა დამსახურებისთვის ითხოვენ მის თავისუფლებას. „მიხეილ სააკაშვილი 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდში თავად იყო კანონი, თავად იყო სამართალი, თავად იყო სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა და სახალხო დამცველი! მის მიერ შექმნილი ჯალათების სისტემით საქართველოს 32 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი ჰყავდა. მის სისტემას შეეწირა 745 პატიმარი. ქუჩაში ჩახოცილია 151 ახალგაზრდა. მთელი საქართველო შეძრა სისტემური დანაშაულის პატიმართა წამების კადრებმა. მისი სისტემის დროს მოკლეს გურამ შარაძე, პატარკაციშვილი, ჟვანია, თეთრაძე, შავაძე, კრიალაშვილი, დუმბაძე, თელია, ცინდელიანი, გენერალი კეკუა, და სხვ. დააინვალიდეს ასეულობით პატიმარი, შეიწირეს კობა დავითაშვილი, (რეზინის ტყვია თავში მოახვედრეს) გია მაისაშვილს ის დაავადდა სიმსივნით და გარდაიცვალა. მიხეილ სააკაშვილის გზას პოლიტიკური ყოვლისშემძლეობიდან ციხის საკნამდე წლები დასჭირდა. ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ კანონი საკუთარ ადგილს დაუბრუნდებოდა და მას პასუხს მოსთხოვდა, მაგრამ ასეა ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა და ქართული კანონით გასამართლდა. ის სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. ამ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა. ყოველივე ამის შემდეგ სინანულისა და აღიარების ნაცვლად ის ციხის პირობებში საკნის ფერსა და ლეიბის ხარისხს იწუნებს, შიმშილობს რათა სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ და მისმა მომხრეებმა არაკანონიერი მეთოდებით თუნდაც სისხლის ღვრის ფასად კანონისაგან დაიხსნან. მაქვს კითხვა- რით იმსახურებს ჯალათების რეჟიმის შემქმნელი თავისუფლებას? რით იმსახურებს კონკრეტულ საქმეებზე მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი თავისუფლებას? მაინტერესებს და მსურს მოვისმინო მხოლოდ მყარი არგუმენტები. რატომ უნდა გადავდოთ გვერდით ქართული კანონი და ავირჩიოთ თავისუფლება მიშას?! ქვემოთ წარდგენილი გავრცელებული ვიდეო კიდევ ერთი მძიმე ფაქტია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სისტემა დაშინებაზე იდგა და წამებით კლავდა!“- წერს Facebook-ზე მეგრელიშვილი.
პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.