ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე გამოეხმაურა და აზიარებს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას და წერს - „ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი „ნაცმოძრაობა“, მისი ახალი სახეები, არაფრით რომ განსხვავდებიან ძველებისგან, ასევე მათი ახლად შეძენილი სატელიტი „ლელო“, ევროპულობაზე, ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე გოდებენ. სინამდვილეში კი ხელები ექავებათ რომ ეს ყველაფერი გაათკეცებულად გაიმეორონ, ამისთვის სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება.“
ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ უნდა რცხვენოდეთ მათ, ვინც დღეს კიდევ სააკაშვილის რეჟიმს იცავს და კვლავ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ.
„დღეს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა სააკაშვილის და ნაცმოძრაობის რეჟიმის რეალური სახე და ძალიან უნდა რცხვენოდეთ ე.წ. „ინტელიგენციის“ იმ წარმომადგენლებს, კულტურის და ხელოვნების და სამეცნიერო თუ საეკლესიო წრეების წარმომადგენლებს ენაგაქაფულები და კლავიატურას მიმსხდრები თავგამოდებით რომ ადვოკატობენ რეჟიმს და მის ბელადს, თითქოს არაფერი არ იცოდა და ა.შ. ყველაფერი ძალიან კარგად იცოდა, და არათუ იცოდა, ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ამ ყველაფერს, რადგანაც სხვანაირად ხელისუფლების შენარჩუნება და საკუთარი კომპლექსების დაკმაყოფილება ვერ წარმოედგინათ ვერც მას და ვერც მის ამქრებს.
და დღეს ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი ნაცმოძრაობა, მისი ახალი სახეები, არაფრით რომ განსხვავდებიან ძველებისგან, ასევე მათი ახლად შეძენილი სატელიტი „ლელო“, ევროპულობაზე, ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე გოდებენ. სინამდვილეში კი ხელები ექავებათ რომ ეს ყველაფერი გაათკეცებულად გაიმეორონ, ამისთვის სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება. ამის დასტურია თუნდაც გიგი უგულავას სამარცხვინო გამოსვლა, პატარა ბავშვებსაც რომ გადასწვდა რევანშის წყურვილით დაუნდობლად გაუსწორდნენ ყველას ვინც მათი წინააღმდეგია ყველა თავისუფალია საკუთარ არჩევანში, მაგრამ არჩევანი პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. უპასუხისმგებლო არჩევანი კი ყველას შეახსენებს თავს,“ - წერს ანჯაფარიძე.