logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: არასდროს არავის დაავიწყდება ის, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ქვეყანაში აკეთა, არც ის არავის დაავიწყდება, რომ ამ ყველაფრის სათავე და წამახალისებელი ნაძირალა მიხეილ სააკაშვილია
- +

18 ნოემბერი. 2021. 14:26

 

 

„გაუგონარი თავხედობაა, როცა თავის დროზე ამ ყველაფერზე ტაშის მკვრელი ხალხი, დღეს გონორზე არიან და ჰუმანურობისკენ მოგვიწოდებენ. ვერაფრით ვხსნი ზოგიერთი ჭკუის კოლოფი სააკაშვილის რომანტიზებას რა ნამუსით გვთავაზობს?!“ - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას, რომელიც უკრაინაში მეგის ქარდავას სახლიდან ამოიღეს, სადაც ასახულია როგორ აიძულებენ ის და ალექსანდრე მუხაძე ერთ-ერთ მსჯავრდებულს ტერორისტულ აქტში მონაწილეობის აღიარებას.

 

„თავს ძალა დავატანე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვუყურე ამ საზიზღრობას. ყველამ კარგად იცოდეთ, არასდროს არავის დაავიწყდება ის, რაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ქვეყანაში აკეთა. არც ის არავის დაავიწყდება, რომ ამ ყველაფრის სათავე და წამახალისებელი ნაძირალა მიხეილ სააკაშვილია. გაუგონარი თავხედობაა, როცა თავის დროზე ამ ყველაფერზე ტაშის მკვრელი ხალხი, დღეს გონორზე არიან და ჰუმანურობისკენ მოგვიწოდებენ. ვერაფრით ვხსნი ზოგიერთი ჭკუის კოლოფი სააკაშვილის რომანტიზებას რა ნამუსით გვთავაზობს?! როგორ ბედავენ და როგორ მიგვითითებენ, რომ ამ არაკაცზე გული უნდა მოგვითბეს და მას რამე უნდა მივუტევოთ. დაიმახსოვრეთ, თქვენი გამორჩეული გარეწარი სააკაშვილი ბოლომდე აგებს პასუხს ყველაფერზე. ამას შეეგუეთ და ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ეს ასე იქნება,“ - წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner