logo_geo
eng_logo
ბათუმის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს წევრის გარდაცვალების გამო ხელახალი არჩევნები ჩატარდება
- +

18 ნოემბერი. 2021. 14:28

 

 

ბათუმის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში ხელახალი არჩევნები ჩატარდება. შუალედური არჩევნები სავარაუდოდ მომავალი წლის მაისში გაიმართება. მიზეზი ახალი მოწვევის საკრებულოს წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე გარდაცვალებაა. ის დეპუტატი ადლიის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა.

 

ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ ადგილები ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ასე გადანაწილდება: „ქართული ოცნება“ - 16 წევრი, „ნაციონალური მოძრაობა“ - 14 წევრი, „საქართველოსთვის“ - 2 წევრი, „ლელო“ - 1 წევრი. საკრებულოში ასევე ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია.

 

ახალი საკრებულოს შეკრების თარიღი ცესკოს ჯერ არ გამოუცხადებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner