logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან მივედით იქამდე, რომ დღეს მსჯელობის საგანია ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით
- +

18 ნოემბერი. 2021. 14:53

 

 

„ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან მივედით იქამდე, რომ დღეს განხილვის და მსჯელობის საგანია ის, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა.

 

მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრობლემა იყო ის, აჭმევდნენ თუ არა საკუთარ ჩვენებას ადამიანს, გააუპატიურებდნენ, აწამებდნენ და ღირსებას შეულახავდნენ თუ არა.

 

„ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან მივედით იქამდე, რომ დღეს განხილვის და მსჯელობის საგანია ის, ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს, ისინი ამბობენ, რომ ასეთი არ ჰყავს და მეორე მხარე ამტკიცებს, რომ არის. სულ ახლახან, ბევრი წლის წინ არა, როცა ნაცმოძრაობა იყო ხელისუფლებაში, პრობლემა იყო ის, აჭმევდნენ თუ არა საკუთარ ჩვენებას ადამიანს, გააუპატიურებდნენ თუ არა, აწამებდნენ და ღირსებას შეულახავდნენ თუ არა, ამაზეა საუბარი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner