logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: კოჰაბიტაციამ უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანა ამ ქვეყანას და რაც მთავარია, მოუტანა ის, რომ ეს დამნაშავეთა დაუსჯელი კასტა, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნებას ლამობს
- +

18 ნოემბერი. 2021. 15:51

 

 

,,მივმართავ ხელისუფლებას თარგმნეთ ეს ჩანაწერი და დაურიგეთ იმ ქვეყნების საელჩოებს, რომელთა წარმომადგენლებიც ევროპარლამენტში მხარს უჭერენ სააკაშვილს და მის ადამიანების მწამებელ რეჟიმს!’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც დაკავებულს აიძულებენ არარსებული დანაშაულის აღიარებას.

 

,,აი ამ სისტემის შემქმნელის თავისუფლებას ითხოვენ დღევანდელი მიშას მწერლები, კომპოზიტორები, რეჟისორები, პოეტები, დირიჟორები, ჟურნალისტები, ბანკირები, პოლიტიკოსები....ანუ დღევანდელობის იაგოდასა და ეჟოვის მხარდამჭერი ინტელიგენცია!

დიახ, კოჰაბიტაციამ უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანა ამ ქვეყანას!

და რაც მთავარია მოუტანა ის, რომ ეს დამნაშავეთა დაუსჯელი კასტა გათავხედდა და ისევ ხელისუფლებაში ლამობს დაბრუნებას და მთავარი დამნაშავის ციხიდან გათავისუფლებას!

აუცილებელია

თუ გერმანიაში ნიურნბერგი ჩატარდა ომის დასასრულიდან მოკლე ხანში!

ჩვენ ფაშიზმზე გამარჯვებიდან 9 წლის შემდეგ მაინც გავასამართლოთ აქაური ფაშიზმის წარმომადგენლები, რომელთაც გაიმეორეს ის რასაც ნაცისტები სხვა ხალხების მიმართ ატარებდნენ საკუთარი ხალხის მიმართ!

მივმართავ ხელისუფლებას, თარგმნეთ ეს ჩანაწერი და დაურიგეთ იმ ქვეყნების საელჩოებს, რომელთა წარმომადგენლებიც ევროპარლამენტში: ფოტიგები, კუბილიუსები.... ასე უჭერენ მხარს სააკაშვილს და მის ადამიანების მწამებელ რეჟიმს!

და ბოლოს, წარუდგინეთ ნოტა უკრაინის საელჩოს რომ, თუ მართლა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა დაანებონ მისმა ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჩვენი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევას, სახელმწიფო დამნაშავეთა მფარველობას და დაუყოვნებლივ გადმოსცენ საქართველოს კრიმინალი გლდანის ყოფილი ციხის უფროსი, რომელიც, როგორც მონაცემები მოწმობს უკრაინას აფარებს თავს!’’- წერს facebook - ზე გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner