logo_geo
eng_logo
გიორგი იაკობაშვილი: ის კი არ არის მთავარი, ჭამს, თუ არ ჭამს, ელენე ხოშტარია... მთავარია, რა მოთხოვნა აქვს
- +

18 ნოემბერი. 2021. 15:54

 

 

„იცით, რას გეტყვით, ჩემო, ეგზომ ჰუმანურებო?! ის კი არ არის მთავარი, ჭამს, თუ არ ჭამს, ელენე ხოშტარია... მთავარია, რა მოთხოვნა აქვს. მოთხოვნა კი, ერთია: სააკაშვილის მოგზაურობა ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში, ხოლო იქიდან - ავლაბრის რეზიდენციაში,“ - ასე ეხმიანება საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის for.ge რედაქტორი გიორგი იაკობაშვილი „დროა“-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას შიმშილობას.

 

იაკობაშვილი საზოგადოებას ახსენებს, რომ დღეს გავრცელებულ ვიდეოში ახალი არაფერია და ქვეყანამ ეს ჭირი უკვე მოიხადა, ხოლო ლუბიანკის კაბინეტებში გამოზრდილ ჰელენ მამამისოვნას, სანდრო გირგვლიანთან მეგობრობას რომ იბრალებს, სწორედ ამ დროის უკან დაბრუნება უნდა.

 

„ელენე ხოშტარიას ეძღვნება ეს პოსტი:

 

ხომ ნახეთ ეს ყველამ? ხომ არაფერია მოულოდნელი? ხომ იცით, რაც ხდებოდა და ხომ უამრავს გადახდა ეს კოშმარი? ხომ ხვდებით, რა ჭირიც მოვიხადეთ და იმასაც ხომ ხვდებით, რომ ერთადერთი იმუნიტეტი ყველა წესიერი, თავისუფლებისმოყვარე და პატრიოტი ადამიანის სიმტკიცე და ერთად დგომაა!

აი, ამის დაბრუნება უნდათ!!!

 

რაც შეეხება ლუბიანკის კაბინეტებში გამოზრდილ ჰელენ მამამისოვნას, სანდრო გირგვლიანთან მეგობრობას რომ იბრალებს (სააკაშვილსაც შეუძლია დაიბრალოს თორნიკე დავითაშვილის ნათლიობა)...

ბევრმა თქვა და აღნიშნა - სააკაშვილი არ გვეცოდება, რადგან არ შიმშილობსო... აიო, ამატებენ, ელენე ხოშტარია გვეცოდებაო, ეგო მართლა შიმშილობს და ემანდ, რამე ფარსაგი არ დაემართოსო.

იცით, რას გეტყვით, ჩემო, ეგზომ ჰუმანურებო?!

 

ის კი არ არის მთავარი, ჭამს, თუ არ ჭამს, ელენე ხოშტარია... მთავარია, რა მოთხოვნა აქვს.

მოთხოვნა კი, ერთია: სააკაშვილის მოგზაურობა ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში, ხოლო იქიდან - ავლაბრის რეზიდენციაში.

 

ჰოდა, ამიტომაც, მკაფიოდ და გარკვევით გირჩევთ: ეგ, ძალად ჰუმანურობა, კარგად შეინახეთ, ელენე ხოშტარიას კი, ზურგში სარი უთხრია და მუცელში - სამართებელი!!!“ - წერს გიორგი იაკობაშვილი facebook - ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner