პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას ეხმაურება, სადაც დაკავებულ პირს აიძულებენ არარსებული დანაშაულის აღიარებას.
„ამათ და ამისთანებს, ვინც გმირებს უწოდებს და იცავს, ამათზე უარესია. ამ ყველაფრის არქიტექტორი კიდევ, თავს ხან აღმაშენებელს, ხან კიდევ ზვიად გამსახურდიას ადარებეს. ჰო,კიდევ, ქართველი ვაშინგტონი ვარო..“ - წერს გიორგი გამსახურდია.