ავტორი ნინო ჯიბუტი
„არა - არ საუბრობს პატრიარქი სიძულვილის ენით და დაწერე 50 ათასი ძახილის ნიშანი", - ასე პასუხობს „რეპორტიორს" მუსიკოსი ნუცა ჯანელიძე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე სიძულვილის ენით საუბრობს.
„გინდ ევროპამ და გინდ რუსეთმა, ჩვენმა არასამთავრობოებმაც თუ სამთავრობოებმაც, ყველამ თავის ტვინში ჩაიხედონ, რამდენ უბედურებას ლაპარაკობენ... ნუ დაიწყეს ვიღაცეების ჩათრევა ამ საქმეში, ვითომ კაი ტიპები რომ არიან..." - აცხადებს ჯანელიძე.
შეგახსენებთ, რომ ევროპული კომისიის შეფასებასა და რეკომენდაციებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დადანაშაულებულია სიძულვილის ენით საუბარში, რადგან მან ლგბტ ღონისძიებებს „ქართველი ერის შეურაცხყოფა", ჰომოსექსუალიზმს კი „დაავადება" უწოდა.