logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე: არ დამიკარგავს არც ერთი დღე და არ დამიზოგავს თავი...
- +

30 ივლისი. 2016. 20:06


განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ოთხი წლის განმავლობაში იგი თავდაუზოგავად მუშაობდა და ემსახურებოდა სისტემას. მისი შეფასებით, ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გაკეთდა, რაც სახელმწიფოს მიდგომისა და სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგია.


მინისტრებმა რომ თავის თავზე საუბარი დაიწყონ, თუ რამდენად წარმატებულები არიან, მე ამას ქვეყნის დასასრულად ჩავთვლიდი. შემიძლია გითხრათ, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, როცა მე სისტემას ვემსახურებოდი, არ დამიკარგავს არც ერთი დღე და არ დამიზოგავს თავი. არ ჩამიდენია დანაშაული ჩემი არასწორი ქმედებით, რასაც საუბედუროდ ხშირად ჰქონდა ადგილი, რასაც ვებრძვი და ეს ყველა სახელმწიფო მოხელემ უნდა აკონტროლოს. საქმის გაფუჭება გაცილებით ადვილია, ვიდრე გაკეთება. ჩვენს სისტემაში ასეთი შეცდომები პირდაპირ თაობებზე აისახება, ამიტომ ვსაუბრობ ამაზე ხაზგასმით. შემიძლია შევაფასო რამდენიმე მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ ამ ინტერვენციის შედეგების შეფასება უფრო მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. ზოგადავიტყვი, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო რამ გაკეთდა და ეს მთლიანად სახელმწიფოს მიდგომისა და სამთავრობო გუნდის მუშაობის შედეგია", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner