„მაგიტომ გადაირია სააკაშვილი რომ მიიყვანეს გლდანში, მაგიტომ ჩავარდა პანიკაში რადგან თავისივე სისტემა ეგონა დახვდებოდა“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი ირაკლი ლატარია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე მსჯავრდებულს აიძულებენ მისცეს მათთვის სასურველი ჩვენება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუპატიურებით ემუქრებიან.
როგორც ლატარია აღნიშნავს ეს ყველაფერი სააკაშვილის დაკვეთით ხდებოდა და არათუ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, არამედ მთელი ცხოვრება უნდა ინანიებდეს მის ჩადენილ საქციელს.
„2011 წლის კადრებია. ბატონი ბიძინა უკვე შემოსული იყო პოლიტიკაში, მიშამ იგრძნო რომ „ერხეოდა“ და სავარაუდოდ მეგისას სთხოვა, მიდი რამე მოაწყვეო. ტერორისტული აქტებიო და დამნაშავეებიც შეთხზეო... ეს ყველაფერი სააკაშვილის დაკვეთით კეთდებოდ , მაგიტომ გადაირია სააკაშვილი რომ მიიყვანეს გლდანში, მაგიტომ ჩავარდა პანიკაში, რადგან თავისივე სისტემა ეგონა დახვდებოდა... სწორედ მაგ გლდანის საავადმყოფოებში ხდებოდა თუ ხდებოდა... და ყველაფერი სწორედაც სააკაშვილის დაკვეთით!!! გადაიყვანოთ სამოქალაქო საავადმყოფოში კი არა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეთ, მიაგდეთ სადმე კუთხეში, დღეში 1 ნაჭერი პური და მთელი ცხოვრება ინანიოს და იყოს მანდ!!! პრეზიდენტი იყო კი და ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე გამყიდველი, ყველაზე ბოროტი და ქართველთმოძულე პრეზიდენტი იყო, არის და იმედი მაქვს რომ მეტი აღარასოდეს იქნება არავინ მაგის მსგავსი მომავალში!!!“ - წერს ირაკლი ლატარია.