logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: დღევანდელი „სახალხო დამცველის“ ინსტიტუტი აგრესიული ლიბერალიზმის რეზიდენტურას წარმოადგენს, რომელსაც რეალური პრობლემები ფეხებზე ჰკიდია
- +

18 ნოემბერი. 2021. 17:49

 

 

„დღევანდელი „სახალხო დამცველის“ ინსტიტუტი აგრესიული ლიბერალიზმის რეზიდენტურას წარმოადგენს, რომელსაც რეალური პრობლემები ფეხებზე ჰკიდია და მათი გადაწყვეტის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ იმ იდეის დამცველ ფუნქციას ასრულებს, რასაც აგრესიული ლიბერალიზმი კომუნიზმის მსგავსად ავრცელებს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნინო ლომჯარიას მისამართით პატიმრების მხრიდან გინებას.

 

გაბრიჭიძე აღნიშნავს, რომ დღეს სახალხო დამცველს თავისი ფუნქცია დაკარგული აქვს და რეალურ პრობლემებზე თავს არ იწუხებს. იმის ნაცვლად, რომ პირველ რიგში პატიმრებისთვის იყოს იმედი მაინც იმ სამუშაოს ასრულებს, რაც დავალებული აქვს.

 

„სახალხო დამცველი, პირველ რიგში პატიმრებისთვის უნდა იყოს იმედი და ყოველგვარ ძალოვანი სტრუქტურასთან ურთიერთობის საშუალება. ამ პერსონის მიმართ, რომელიც რატომღაც საქართველოს სახალხო დამცველობას იბრალებს, თვით მსჯავრდებულებსაც კი სრული მიუღებლობა აქვთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს სიტყვებს: მუდამ ვთვლიდი, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი და საერთოდ არასამთავრობო სექტორი მხოლოდ ისეთ უაზრო წარმონაქმნს წარმოადგენდნენ, როგორიც გარდატეხის ასაკის ბიჭებს მუწუკების სახით გამოსდით და მათს შფოთვაზე უფროსებს ეცინებათ, რადგან იციან, რომ ეს წარმონაქმნები გარდა ვიზუალური დისკომფორტისა არაფერ სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენენ და დროთა განმავლობაში ქრებიან. ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა მსგავსი დაწესებულება მაგალითად ბელგიაში, ანდორაში ან დანიაში. ისეთ ევროპულ ქვეყნებში, რომელთა სტანდარტებისკენ მივისწრაფვით და თუ არის, ამ „ჩვენი სახალხო დამცველის მსგავსად“ „ხალხის დაცვაზე“ კი არ არიან ორიენტირებულნი, არამედ მუხლჩაუხრელად იბრძვიან სახელმწიფოებრიობის გასანადგურებლად. ჩემდა სამწუხაროდ გავაკეთე შედარება საბჭოთა კავშირის დროინდელ ცეკას მეორე მდივნის ინსტიტუტთან, რომელიც რესპუბლიკის საქმეებში ერთის მხრივ რაიმე სერიოზულ ჩართულობას არ ავლენდა, მაგრამ რეალურად ასრულებდა იმ რეზიდენტის ფუნქციას, რომელიც მოსკოვს ნებისმიერ საკითხზე „აჩოტს“ აბარებდა. დღევანდელი „სახალხო დამცველის“ ინსტიტუტი აგრესიული ლიბერალიზმის რეზიდენტურას წარმოადგენს, რომელსაც რეალური პრობლემები ფეხებზე ჰკიდია და მათი გადაწყვეტის ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ იმ იდეის დამცველ ფუნქციას ასრულებს, რასაც აგრესიული ლიბერალიზმი კომუნიზმის მსგავსად ავრცელებს: ეკლესიასთან ბრძოლა, უმცირესობების პრობლემების ხელოვნური შექმნა, სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლის წახალისება, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის აშკარა მხარდაჭერა. ამ ყველაფრის ე.წ. მონიტორინგი და Report-ის გაშანშალებას, საქართველოს მოსახლეობისთვის ზუსტად იგივე დატვირთვა აქვს, რაც ავტომობილისთვის მეხუთე ბორბალს, მაგრამ ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის საკმაოდ სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ეს ე.წ. სახალხო დამცველი ფაქტობრივად არცერთ რეალურად არსებულ პრობლემაზე თავს არ იწუხებს და მხოლოდ ამ ტიპის „საქმიანობით“ არის დაკავებული. საზოგადოება კი ამ ყველაფრის დანახვის შემდეგ სწუხს, ღელავს, რომ ეს გარკვეულწილად საჭირო ინსტიტუტი ფაქტობრივად უმოქმედოა (მეც ზუსტად მსგავსი განცდა მქონდა) და არ იცის, რომ „სახალხო დამცველი“ უბრალოდ შირმაა, რომელსაც კონკრეტული დავალება აქვს და ჩვენი მოთხოვნების მიუხედავად, მაინც იმას შეასრულებს. გუშინ დავინტერესდი ამ ლომჯარიას იმპიჩმენტის“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner