logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: საქართველოში თუ ვინმეს შიმშილობისა და შიმშილობის შემდგომი ვითარებიდან გამოსვლის მართვის გამოცდილება აქვს, ეს არის სწორედ სასჯელაღსრულების სამსახური
- +

18 ნოემბერი. 2021. 18:14

 

 

„დასკვნა მაინც არის ალტერნატიული სამედიცინო აზრი, პირველი სამედიცინო აზრი, ეს არის რომელიც შექმნილია ადგილზე, რომელსაც აყალიბებენ სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულების ექიმები და ის მორიგი ჯგუფები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ საავადმყოფოში და სააკაშვილის ჯანმრთელობას მეთვალყურეობას უწევენ,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფის დასკვნაზე საუბრისას „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მიდი თქმით, თუ საქართველოში ვინმეს შიმშილობისა და შიმშილობის შემდგომი ვითარებიდან გამოსვლის მართვის გამოცდილება აქვს, ეს არის სწორედ სასჯელაღსრულების სამსახური.

 

„ძალიან უცნაური იყო ალტერნატიული სამედიცინო აზრის ჩამომყალიბებელი ექიმების განცხადება, სადაც მათ თქვენს, რომ შეამოწმეს ვითარება, მაგრამ ისინი არ გაესაუბრნენ ადგილზე მყოფ ექიმებს, არადა შეუძლებელია ამის გარეშე სრულყოფილი აზრი შეიქმნან, ის რომ, მათ არ ეპარებათ ეჭვი იმ ექიმების მაღალკომპენტეციაში, რომლებიც სააკაშვილს მეთვალყურეობენ, განაცხადეს, რომ აქ არის ყველა აპარატურა, რომელიც საჭიროა ვითარების მართვისთვის, მაგრამ არ არსებობს გამოცდილება - ეს ძალიან უცნაური განცხადებაა. გამოცდილება ვერ ექნება კედლებს, გამოცდილება აქვთ ექიმებს და გამოცდილებას სჭირდება აპარატურა, რომელიც მათივე თქმით იქ არის. თუ მაინც გამოცდილებაზე ვსუბრობთ, თუ საქართველოში ვინმეს შიმშილობისა და შიმშილობის შემდგომი ვითარებიდან გამოსვლის მართვის გამოცდილება აქვს, ეს არის სწორედ სასჯელაღსრულების სამსახური“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პოლიპროფილურ კლინიკაში მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner