logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ქარდავას ადვოკატის გარდა, ვიდეოებს არავინ უარყოფს - სააკაშვილი შუაში არაა, თავშია
- +

18 ნოემბერი. 2021. 20:03

 

 

„ნაცმოძრაობა ვისაც პროევროპული პარტია ჰგონიათ, ხოლო საკუთარი თავი პროგრესული და სინათლის მხარეს მდგომი, ასეთ "სვეცკებს" განსაკუთრებული მოკითხვა“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

 

„ვიდეოს ნახვის შემდეგ ნაცმოძრაობის წევრთა და მომხრეთა რეაქციები:

▪️ რატომ ადრე არ დაიჭირეს, ვინც დასაჭერი იყო?

▪️ რა შუაშია სააკაშვილი ქარდავასთან?

▪️ ქარდავა ციხეში უზით და კადრებს რატომ ავრცელებენ?

▪️ ზოგი აქეთ იმუქრება.

მოკლედ, ერთი ცხადია, რომ ქარდავას ადვოკატს გარდა, ვიდეოებს არავინ უარყოფს.

ისიც ცხადია, რომ არავინ ემიჯნება და კუსავით ჯავშნის ქვეშ ცდილობენ თავის დამალვას. ჯავშნად კი უტიფრობა აქვთ გადაფარებული.

▪️ ყველა არ თუ ვერ დაიჭირეს, მადლობა თქვით. ქარდავა მაშინ დააკავეს, როცა შესძლეს. ვიდეოებიც ახლა ამოხტა. ვიდეოს მიხედვით ს/ს საქმის აღძვრას და გამოძიებას, დრო სჭირდება. კიდევ ბევრი ვიდეო ექნება, ალბათ?!

▪️ სააკაშვილი შუაში არაა, თავშია. თუმცა, ჯერ წამების საქმეებს არ ედავებიან. თუ, რა თქმა უნდა, ქარდავამ ან ვინმემ, წერა არ დაიწყო.

▪️ კადრებს იმიტომ ავრცელებენ, რომ გააგებინონ ხალხს რა ხდებოდა და რატომ უყენებენ ახალ ბრალს პირს, რომელიც თავს პოლიტპატიმრად აცხადებს.

▪️ ვინც იმუქრებით, აჩხრიალეთ კლავიატურა. დანაშაულებს რომ ვერ იაზრებთ, იმიტომ ხართ იქ, სადაც ხართ. მაგასაც დაჰკარგავთ.

ნაცმოძრაობა ვისაც პროევროპული პარტია ჰგონიათ, ხოლო საკუთარი თავი პროგრესული და სინათლის მხარეს მდგომი, ასეთ "სვეცკებს" განსაკუთრებული მოკითხვა. არ უყუროთ და არ გაიაზროთ! ჩაყევით ნაცმოძრაობას პოლიტიკურ საფლავში“, - წერს სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner