logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ადამიანმა, რომელიც თავდაცვის უწყების კარს შეაღებს, შაჰიდის ქამრით უნდა იაროს
- +

30 ივლისი. 2016. 20:49



საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა „ქრონიკის სტუდიის" ეთერში უწყებაში მისი მუშაობის პერიოდი შეაჯამა. ხიდაშელის თქმით, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში დღემდე მრავალი პრობლემაა აღმოსაფხვრელი.


„ამ ერთი წლის განმავლობაში, მე და ჩემმა გუნდმა თავდაცვის სამინისტროში ბევრი ისეთი თემა გავაცოცხლეთ, რომელიც მანამდე ტაბუდადებული იყო და რომელსაც სხვა მინისტრები, უბრალოდ არ ეხებოდნენ. ამას განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდება, რადგან ეს თავდაცვის სამინისტროს და უსაფრთხოებას ეხება.

 

თავდაცვის სამინისტროში ფუნდამენტური რეფორმებია განსახორციელებელი. უამრავი პრობლემაა როგორც შეიარაღებულ ძალებში, ასევე თავდაცვის სამინისტროში.

 

ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კარს შემოაღებს, სინამდვილეში ქვეყნის უკეთეს მომავალზე იქნება ორიენტირებული, შაჰიდის ქამრით უნდა იაროს, რადგან უფრო მეტი ადამიანი ეყოლება განაწყენებული თავისი ვადის ამოწურვამდე, ვიდრე კმაყოფილი",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

თინა ხიდაშელი თავდაცვის მინსიტრის პოსტს 1 აგვისტოს ოფიციალურად დატოვებს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner