„ჩვენ სააკაშვილს ვუმკურნალებთ, მაგრამ ექიმები ვეღარ უმკურნალებენ გირგვლიანს, სერგო თეთრაძეს, კობა დავითაშვილს, არჩილ ჩოხელს, ბუტა რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, 8 აგვისტოს დაღუპულ ბიჭებს“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა ჩემს კოლეგა ექიმებს მივმართო, ვისაც სხვებისაგან განსხვავებით გამორჩეულად შესტკივათ გული მიხეილ სააკაშვილსა და მის ჯანმრთელობაზე. მას თქვენი კოლეგა ექიმები არაფერს დააკლებენ, თუმცა მინდა მათ შევახსენო სააკაშვილის მმართველობის დროს დასახიჩრებული ადამიანები, რომლებსაც ექიმები ვეღარ უმკურნალებენ. მაგალითად ექიმები ვეღარ უმკურნალებენ გირგვლიანს, სერგო თეთრაძეს, კობა დავითაშვილს, არჩილ ჩოხელს, ბუტა რობაქიძეს, ვაზაგაშვილს, 8 აგვისტოს დაღუპულ ბიჭებს, ჩვენ სააკაშვილს ვუმკურნალებთ და თუ საჭირო გახდება თქვენც ჩაგრთავთ.
მინდა მივმართო ყველა გულშემატკივარს - თქვენი ტკივილის მორჩენა შეუძლია მხოლოდ იმ პირს ვისზეც წუხთ, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია დღესვე შეწყვიტოს შიმშილობა, ამით შეასრულოს სტრასბურგის მოსთხოვა, ამით დასრულდება თქვენი წუხილიც და თქვენი მხარდამჭერების გზააბნეული, მრავალდღიანი ტანჯვაც“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.